...და: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა“ (); და: „აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი“ () და „ჩუენ ვჰნატრით უცხოთა“ (); და: „არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ“ (). ნეტარი იობიც, როდესაც იმ განსაცდელში ჩავარდა, ამას იუდეველთა მსგავსი განწყობით არ ამბობდა, არც რამე ამგვარს გულისხმობდა, ნუმც ყოფილა! თუმცა მაინც ამბობდა: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (). „განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე“ (). სწორედ ამის გამო ეუბნება მას: „მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე“ (). შემდეგ, როდესაც შეძრწუნდა და ამბობდა: „კიდევ რატომ განვიკითხები შეგონებული და ვამხილებ უფალს?“ ()...
ეზეკიელი 33:17
16. არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება.17. ამბობენ შენი ერის შვილები: სწორი არ არისო უფლის გზა. თავად მათი გზა არ არის სწორი.18. როცა მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ბოროტებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება.
ეზეკიელი თავი 33