ეზეკიელი 33:26
25. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლით ჭამთ და თვალებს კერპებისკენ აპყრობთ? სისხლს ღვრით და ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?26. თქვენს მახვილზე დგახართ, სისაძაგლეს სჩადხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და კიდევ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?27. ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ!
ეზეკიელი თავი 33