ეზეკიელი 33:27
26. თქვენს მახვილზე დგახართ, სისაძაგლეს სჩადხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და კიდევ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?27. ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ!28. უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ქვეყანას და გაქრება მისი ამპარტავნეული სიძლიერე, გაუკაცრიელდება ისრაეილს მთები, ისე რომ არავინ იქნება გამვლელი.
ეზეკიელი თავი 33