მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 33:32

31. მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენს წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.32. აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი.33. როცა ახდება ეს და, აჰა, ახდა კიდეც! მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
ეზეკიელი თავი 33
32. აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. უსხეულო მსახურება და მსხვერპლთა უარყოფა:

...რადგან უდებნი და მოდუნებულნი იყვნენ და სჯულის კითხვას მშვიდად, მცირე ხნითაც კი, ყურს არ უგდებდნენ.

ამას აჩვენებდა სპარსეთში მცხოვრები ერთი წინასწარმეტყველი, როცა ამბობდა: „და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის“ (); და ისინი გამუდმებით ეუბნებოდნენ წინასწარმეტყველებს, ნუ წინასწარმეტყველებთო, უფრო კი უკუაგდებდნენ მათ და ჩანდა, რომ მათგან შეწუხებულნი იყვნენ. და ჩანს, რომ მეფეც ამასვე ემუქრებოდა რომელიღაც წინასწარმეტყველს და უბრძანებდა, ხალხი არ ააღელვოო. „ღმერთი შენი ვარი მე“ (). გამეორება უბრალოდ კი არ დგას; რადგან იგი უგრძნობელ, გაქვავებულ და დაყრუებულ ხალხს ელაპარაკებოდა, თავისი მეუფების შესახებ სიტყვას აღძრავს. აქედან შემდგომი თხრობისთვის საუკეთესო დასაწყისს აძლევს და აჩვენებს, რომ თავისუფლებას მას უნდა უმადლოდნენ და სამართლიანად მართებთ ვალის გადახდა: როგორც მონებს — მეუფისადმი, როგორც ქმნილებებს — შემოქმედისადმი, როგორც უდიდესი კეთილისყოფის მიმღებთ და ასეთი პატივით პატივდებ...

სრულად ნახვა