მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 37:11

10. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.12. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე.
ეზეკიელი თავი 37
11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. აღდგენილი სიონი და შთამომავლობის სწავლება:

...შემთხვევით, არამედ ზედმიწევნით შეისწავლეთ მისი ძალა. რადგან იგი ნანგრევად იქცა, რადგან ძირფესვიანად ამოიგლიჯა და მისი მიწაც თითქმის დაიკარგა; მის უკეთესობისკენ შეცვლაზე იმედი დაკარგეს, ისე რომ ამბობდნენ: „ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით“ (), და აღარ მოელოდნენ მის დაბრუნებას. მაგრამ დაიბრუნეს იგი — და არა ისეთი, როგორიც დაკარგეს, არამედ ბევრად უკეთესი, უფრო ბრწყინვალე, უფრო გამოჩენილი, უფრო დიდი, უფრო უხვი, უფრო ძლიერი და უფრო ვრცელი — თავისი შენობებით, სავაჭრო საქონლით, ძალითა და ქონებრივი სიმდიდრით.

რადგან ამბობს: „დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა“ (). იგი ხალხს შეაგონებს და თითქმის ამას ეუბნება: აჰა, ეს ქალაქი, უიმედოდ მიჩნეული, იმედგადაწყვეტილი, ნანგრევად ქცეული, როგორ დაუბრუნდა უფრო ბრწყინვალე სახეს? მაშ, სწორედ ეს ყველაფერი შეისწავლეთ: მისი ნაგებობები, ბრწყინვალება, დიდებულება, რათა აქედანაც შეიცნოთ ღვთის ძალა — როგორ გახადა მან უიმედოდ მიჩნეული ქალაქი უფრო დიდი — და თქვ...

სრულად ნახვა