ეზეკიელი 38:14
13. შება და დედანი, თარშიშელი ვაჭრები და ყველა მისი დაბა, გეტყვიან შენ: ხომ წარსატყვევნელად ხარ მისული? ხომ საალაფოდ შემოგიკრებია შენი კრებული, რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, წაასხა საქონელი და იალაფო დიდძალი დოვლათი?14. ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: როგორ ფიქრობ, არ დაემკვიდრება იმ დღეს ჩემი ერი, ისრაელი, უზრუნველად?15. მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი;
ეზეკიელი თავი 38