ეზეკიელი 38:15
14. ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: როგორ ფიქრობ, არ დაემკვიდრება იმ დღეს ჩემი ერი, ისრაელი, უზრუნველად?15. მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი;16. წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.
ეზეკიელი თავი 38