ეზეკიელი 42:12
11. მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.12. სამხრეთის ოთახების კარები ისეთივე იყო, როგორიც იმ გზის თავში, რომელიც მიუყვებოდა გალავანს აღმოსავლეთისკენ, შესასვლელად.13. მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
ეზეკიელი თავი 42