ეზეკიელი 42:13
12. სამხრეთის ოთახების კარები ისეთივე იყო, როგორიც იმ გზის თავში, რომელიც მიუყვებოდა გალავანს აღმოსავლეთისკენ, შესასვლელად.13. მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.14. აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს.
ეზეკიელი თავი 42