...საია 11,1) გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს ბჭე იგი, რომელსა მოასწავებდა ეზეკიელ და იტყოდა: „ვიხილე ბჭე იგი, რომელი იყო აღმოსავალით, და იგი იყო დაჴშულ; და მრქუა მე უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს იტყოდა დავით: „წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე“; ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“ სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი მოსე მაყულად შეუწუველად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა, და მაყუალი იგი არა შეიწუვოდა; ესე არს, რომელსა სოლომონ „ცხედრად მეუფისა“ და „წყაროდ დაბეჭდულად“ სახელსდვა. გულისჴმა-ყო იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ განიღჳძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო სა...
ეზეკიელი 44:1
1. დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.2. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.
ეზეკიელი თავი 44