ეზეკიელი 5:14
13. ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.14. მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.15. იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
ეზეკიელი თავი 5