ეზეკიელი 5:15
14. მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.15. იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.16. როცა მოვავლენ თქვენზე შიმშილის ბოროტ ისრებს, რომლებიც დამღუპველი იქნება, რადგან თქვენს დასაღუპად მოვავლენ მათ, გავასასტიკებ თქვენზე შიმშილს და პურის კვერთხს გადაგიმტვრევთ.
ეზეკიელი თავი 5