მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 9:4

3. ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე.4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.5. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.
ეზეკიელი თავი 9
4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ხედავ სხვის უბედურებაზე გახარებულს, რომელსაც ბრალი ედება და ისჯება? იხილე სხვის ტკივილში თანამონაწილე, რომელიც ცხონდება. რადგან ამბობს: „მისცენ სასწაულნი შუბლებსა ზედა კაცთასა, რომელნი სულთითქმენ და რომელთა ელმის“ (). ამიტომ პავლეც ამბობდა: „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა“ (). თუნდაც სხვას ვერაფერს შეძლებდე, ამბობს იგი, ტკივილით შეჭირვებულს არამცირე შეწევნას მოუტან, თუ მის ტკივილს გაიზიარებ. ხედავ მოცინარს, რომელიც გლოვას გადაეცემა? იხილე მგლოვარე, რომელიც ნუგეშს ეზიარება. რადგან ამბობს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ“ ().

ხედავ მათ, ვინც უკმაყოფილოდ დრტვინავს და ისჯება? იხილე ისინი, ვინც მადლობას სწირავენ და ცხონდებიან....

სრულად ნახვა