ეზრა 9:13
12. ამიტომ თქვენი ასულები არ გაატანოთო მათ ვაჟებს და თქვენი ვაჟებისთვისაც არ მოიყვანოთო მათი ასულები. ნუ ეძებთო მათთვის მშვიდობას და სიკეთეს, რომ მტკიცედ იყოთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამრადისოდ დაუმკვიდროთო იგი თქვენს შთამომავლობას.13. და ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო (თუმცა შენ, ღმერთო ჩვენო, დაგვინდე, მიუხედავად ჩვენი უკეთურებისა, და მოგვივლინე ხსნა),14. ნუთუ კვლავ გადავალთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? ხომ მოგვსპობს შენი რისხვა, ისე რომ ჩვენი ნატამალიც არ დარჩება?
ეზრა თავი 9