ეზრა 9:14
13. და ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო (თუმცა შენ, ღმერთო ჩვენო, დაგვინდე, მიუხედავად ჩვენი უკეთურებისა, და მოგვივლინე ხსნა),14. ნუთუ კვლავ გადავალთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? ხომ მოგვსპობს შენი რისხვა, ისე რომ ჩვენი ნატამალიც არ დარჩება?15. უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენს წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენს წინაშე დგომა ამის გამო.
ეზრა თავი 9