მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:10

9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,
გალატელთა მიმართ თავი 1
10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა, ანუ ვეძიებ რას კაცთმოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ (1,10).:

თარგმანი: ვინაჲთგან ამას შეასმენდეს მას წინააღმდგოთი, ვითარმედ: "კაცთმოთნებით თუალ-ახუამს, რამეთუ ეგერა ტიმოთეს წინა-დასცჳთა სხუათა სათნო-ყოფისათჳს, და თქუენ სხუებრ გიქადაგებს", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ თქუენ დაგიფარო რაჲმე სივერაგე გონებისა ჩემისაჲ, ღმრთისაგან დაფარვაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ მან მხოლომან უწყნის დაფარულნი გულისა და გონებისანი, და რომელი კაცთა ეჩუენებოდის, ქრისტეს მონა ვერ იქმნების. ვინაჲცა მე, მინდა თუმცა კაცთა სათნო-ყოფაჲ, არამცა დამეტევა ჰურიაობაჲ, მეგობარნი და ნათესავნი, მხოლოდ ქრისტესა დაშინებითა თავისა ჩემისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის