თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ამპარტავანებით თჳსსა ოდენ დაამტკიცებს სიტყუასა", ამისთჳს პირველად თავი თჳსი შეაჩუენა, უკუეთუ იპოოს შემცვალებელ რაჲსამე, მის მიერ ერთგზის მათდა ქადაგებულისა. ამისსა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: "არღა ვიტყჳ პეტრეს ანუ იოვანეს ანუ სხუასა ვისმე კაცთაგანსა, არამედ დაღაცათუ ზეცისა ძალთაგანი იყოს სხჳსა ქადაგებისა შემომღებელი, შეჩუენებულ იყავნ". ხოლო ამას რაჲ იტყჳს, არა თუ პეტრე ანუ ზეცისა ძალნი იპოებიან ოდესცა შემცვალებელ ქრისტეს ქადაგებისა; ნუ იყოფინ! არამედ ყოვლად ერთობასა აჩუენებს თჳსისა და სხუათა მოციქულთა ქადაგებისასა, რაჲთა ამით სახითა წარუკერნეს პირნი მათნი, რომელნი განსწვალებენ ქადაგებასა მოციქულთასა, ვითარმცა პეტრე სხუებრ და პავლე სხუებრ რასმე ქადაგებდეს, რომელთა ერთჴმობისა სწორებით მოწამე არიან ანგელოზნი კაცთა თანა.
გალატელთა მიმართ 1:8
7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.
გალატელთა მიმართ თავი 1