თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ნუუკუე განრისხებულმან თქუა სიტყუაჲ იგი შეჩუენებისაჲ", - ამისთჳს კუალად-მოქცევობითა მისითა ცხად-ჰყოფს, ვითარმედ დაწყნარებულითა ბჭობითა სიმშჳდისაჲთა აღმოუთქუამს მას სიტყუაჲ იგი შეჩუენებისაჲ, რომელსა შინა, გესმას რაჲ "გარეშე მისსა", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ზოგად შეაჩუენებს მცირედ და დიდად განმდრეკელსა, რომელი შემატებითა ანუ დაკლებითა დიდისა ანუ მცირისაჲთა განსდრეკდეს ქადაგებასა სამოციქულოთა შჯულთა მართლმადიდებლობისასა.
გალატელთა მიმართ 1:9
8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.
გალატელთა მიმართ თავი 1