მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:10

9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
გალატელთა მიმართ თავი 2
10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ, გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან (2,9-10).:

თარგმანი: ადგილნი უკუე განიყვნეს ქადაგებისანი, ხოლო მოღუაწებაჲ გლახაკთაჲ სწორად და განუყოფელად იპყრეს. ვინ არიან გლახაკნი ესე? — ცხად არს, ვითარმედ ქუეყანასა ჰურიასტანისასა მყოფნი ჰურიათაგან მოქცეულნი ქრისტიანობად, რომელთა ნაქონებნი თჳთ მათთავე ნათესავთა, ჰურიაობასა შინა დაშთომილთა, იავარ-ყვნეს, ვითარცა განძჳნებულთა მათისა მის ქრისტიანობად მოქცევისაგან. და ამას თჳთ ესევე მოციქული ცხადჰყოფს ებრაელთა მიმართსა მას შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "იავარის-ყოფაჲ მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ" (). და იყვნეს-ცა ნამდჳლვე ღირს ქებისა, რომელთა-იგი სიყუარულისათჳს ქრისტესისა ყოველივე ნაგევად შეჰრაცხეს, რამეთუ არა ეგოდენ იბრძოლებოდეს წარმართთაგანნი თჳსთა მათთაგან, წარმართობასა შინა დაშთომილთა, რაოდენ ჰურიათაგანნი — ჰურიაობასა შინა დაშთომილთაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის