თარგმანი: ზემო სრულ ყო ჰამბავი იგი პეტრეს მიმართ სიტყჳს-გებისაჲ, და აწ კუალად მასვე იპყრობს გზასა სიტყჳსა თჳსისასა, ვითარმცა ესრეთ ეტყოდა გალატელთა, ვითარმედ პეტრეს მიმართისა სიტყჳს-გებისა თხრობაჲ ესოდენ იყავნ, ხოლო აწ ჩემთჳს გითხრა: "ბუნებით ჰურიაჲ ვარ", ესე იგი არს, პირველთა მამათა და პაპთაჲთგან და არა მწირ ვარ, არცა სხჳთ ნათესავით მოსრულ ჰურიაობად, რამეთუ ჰურიანი მწირთა ცოდვილ უწოდდეს წარმართთაგანობისათჳს, გარნა ვინაჲთგან ვცან, ვითარმედ არად სარგებელ მეყოფვის ღონედ განმართლებისა დამცველ-ყოფაჲ წულილადთა მათ წესთაჲ და მოქმედებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ. ამისთჳს მოუჴედ სარწმუნოებასა ქრისტესსა, რომელი-იგი უეჭუელად განგუამართლებს და გუაცხოვნებს.
გალატელთა მიმართ 2:15
14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
გალატელთა მიმართ თავი 2