📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო, და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან, წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან (2,11-12).
თარგმანი: კეთილად და მტკიცედ უწყოდე, ვითარმედ ვითარ-იგი ჟამ ერთ მიშუებაჲ წინადაცუეთისაჲ, ეგრეთვე აწინდელიცა ესე წინააღდგომაჲ პავლესი პეტრეს მიმართ განგებულებაჲ იყო და არა გულითადი მკსინვარებაჲ. ამისთჳს თჳთვე იტყჳს, ვითარმედ: "წინაშე პირსა მისსა აღუდეგ", ესე იგი არს, ვითარმედ გარეშე ოდენ პირისაჲ იყო წინააღდგომაჲ ჩუენი, რომელთა გულნი ერთ იყვნეს ღმრთისა მიმართ. ხოლო მიზეზი ესე იყო რეცა წინააღდგომისაჲ მის, რამეთუ პეტრე უძლურებისათჳს ჰურიათაგანთაჲსა ჟამერთ თანა-მიჰყვებოდა სიჩჩოებასა მათსა, ვითარცა ქადაგი მათი და მათ შორის მყოფი, რეცა რიდობითა მათდა საძნაურთა საქმეთაჲთა, რომელნი-იგი მათ ძუელსა შინა აქუნდეს, არა პურისმტე ყოფაჲ წინადაუცუეთელისაჲ, და ამის საქმისა კრძალვასა ჯერეთ მათ თანა იჩემებდა პეტრე, ვიდრე იყო იგი იერუსალჱმს, ხოლო მო-რაჲ-ვიდა ანტიოქიად, არღარა საჴმარ იყო წარმართთა შორის ქონებაჲ მისვე რიდობისაჲ. ამისთჳს მათ თანა ჭამდა, ვიდრემდის მოივლინნეს მუნ იაკობისგან, ძმისა უფლისა და პირველისა ებისკოპოსისა იერუსალჱმისა, ჰურიათაგანნი მორწმუნენი, ჯერეთ დამცველნი ძუელთაცა წესთანი, რომელთა წინაშე შეიკდიმა პეტრე, რაჲთა არა გამოჩნდეს თჳთ თავით თჳსით მცვალებელ ჩემებულსა მას მათ შორის, რეცა თუ წესსა შჯულიერისა კრძალულებისასა, ამისთჳს ჟამერთ იგივე იპყრა, რაჲთა არა დააბრკოლნეს წინადაცუეთილებისაგანნი იგი, რამეთუ ეშინოდა, არა თუ მათგან შემთხუევისათჳს ძჳრთაჲსა, რომელი-იგი მზა იყო ჭირისა მიმართ ჴორცთაჲსა, არამედ ჰრიდებდა სულთა მათთა, ჯერეთ უძლურთა და დაუმტკიცებელთა, ნუუკუე განდგენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, რაჟამს დასწამონ ქადაგსა და მოძღუარსა მათსა მიმომქცევობაჲ წესთა და ქცევათაჲ, ამისთჳს პეტრე ნებსით თავსდებითა პავლესსა მას შერისხვასა იჴუმევს განსაცხადებელად ყოვლისავე სრულისა ქადაგებისა ქრისტიანეთაჲსა, ხოლო "შეკდემულისასა" განწირული უსაკუთრეს არს; რამეთუ არა პავლესგან, მარადის ერთსულისა და ერთნებისა, არამედ სხუათა ვიეთმე უძლურთა და უმეცართაგან ნებისა მისისათა განწირვით იბრალებოდა პეტრე, ვითარცა კაცთმოთნე, პირველ — ჭამისათჳს, და უკუანაჲსკნელ - განყენებისათჳს.
ჳკუმენისი: ევსევი პამფილესი საეკლესიოსა მას შინა თხრობასა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: არა თავი მოციქულთაჲ პეტრე იყო, არამედ სხუაჲ სამეოცდაათთგანი კეფა, მოსახელე პეტრესი, რამეთუ არა უჴმდაო თავსა მოციქულთასა მხილებითა ვისითამე განმართვაჲ რაჲსაჲმე, რომელი-იგი თჳთვე ჯეროვნად სიტყჳსმგებელ ექმნა მათ, რომელნი-იგი აბრალობდეს მას კორნილიოჲს თანა შეკრებულთა მათ წარმართთა თანა ჭამისათჳს, არამედ ჩუენ თჳთ ამითვე მოციქულისა სიტყჳთა (რაჟამს აღმოვიკითხოთ უსაკუთრესად) —წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ განწირულ იყო, — ამას გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "არა გულითა, არამედ გარეშე, წინაშე პირსა ოდენ საჴმარ იქმნა წინა-აღდგომაჲ ჩემი პეტრეს მიმართ, რამეთუ გულითადსა ცთომასა შესაძლებელ იყო თჳსაგანითაცა მარტოდ მხილებითა განმართვაჲ. არამედ მისსა მიმართ, რომელსა არარაჲ აქუნდა გულითადი ცთომაჲ, წინაშე პირსა ოდენ ქმნილისა რიდობისათჳს მის მიერისა ვიჩემე მე წინა-აღდგომაჲ, რაჲთა არღარა აბრალონ მას მათ, რომელთა წინა-განწირვით აბრალეს კორნილიოჲს თანა ჭამაჲ, რაჲთა რაჟამს იხილონ მოძღუარი მათი, ჩემგან წინაშე პირსა მათსა მხილებული და დუმილით თავსმდებელი, გულისჴმა-ყონ, ვითარმედ არად საჴმარ არს ახალსაცა ამას შინა დაცვაჲ რათამე ძუელისა შჯულისა ჩუეულებათაჲ, დაღათუ ჟამერთ არა წინა-აღუდგა, არამედ თანა-მიჰყვა პეტრე უძლურებასა მათსა".
მოციქულისაჲ: და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა (2,13).
თარგმანი: ორგულებად ამისთჳს უწოდს განგებულებით ქმნილსა მას საქმესა, რამეთუ, ვითარცა პირველ ვთქუ, ჯერეთ არღა ჰნებავს განცხადებაჲ, ვითარმედ განგებულებით მიუშუებდეს ჟამ ერთ პყრობად ჩუეულებისა წესთა შჯულისათა, რამეთუ არა სარგებელ იყო განცხადებაჲ ამისი ჰურიაობისაგან მოქცეულთა მათ მიმართ. ხოლო სხუად ჰურიად იტყჳს ანტიოქიას მყოფთა მათ წინადაცუეთილებისაგანთა, რომელნი-იგიცა რიდობითა იერუსალჱმით მოსრულთაჲთა განეყენნეს წარმართთა მათ წინადაუცუეთელობისაგანთა, ვიდრეღა თჳთ ბარნაბაცა ყო ესე, რომელი-იგი ჩინებულ იყო პავლეს თანა ქადაგად წარმართთა.
მოციქულისაჲ: არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლწარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა (2,14).
თარგმანი: რომლითა გულისჴმის-ყოფითა თქუა ზემო ორგულებაჲ, მითვე აწ იტყჳს არა-მართლწარმართებასა, რაჲთა არა განაცხადოს განგებულებით ქმნაჲ თანა-მიყოლისაჲ.
მოციქულისაჲ: ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთაჲსა (2,14).
თარგმანი: იხილე, ვითარ წინაშე ყოველთაჲსა აბრალებს პეტრეს, რაჲთა განგიცხადოს, ვითარმედ სხუათა ცთომილებისა განსამართებელ ჰყოფს სიტყუათა მათ სამხილებელთა პეტრეს მიმართ, რომელი-იგი არცა ერთისა ვის კაცთაგანისა მხილებასა მოქენე არს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ შენ ჰურიაჲ ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად? (2,14).
თარგმანი: უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: "რაჲსა თანასათნო-ეყოფვი ჰურიათაგანთა", — ამას ზედა განაძჳნებდა მათ თავისა თჳსისათჳს, ვითარცა მეშფოთისა მოძღურისა მათისა მიმართ. ამისთჳს ღონიერად ჰყოფს მხილებითა პეტრესითა განცხადებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარმცა ეტყოდა იაკობისმან მოსრულთა მათ, ვითარმედ: ემსგავსენით მოძღუარსა ამას თქუენსა პეტრეს, რომელი ყოვლად წარმართებრ და არა ჰურიაებრ, ესე იგი არს, ვითარმედ ყოვლად ახლითა, ქრისტეს მიერითა, და არცა ერთითა რაჲთ ძუელითა და მოსეს მიერითა მოქალაქობითა მოქალაქობს. ამისთჳს, რასა თჳთ არა ჰყოფს, სხუასა ვერვის აიძულებს მისდა ქმნად.
მოციქულისაჲ: ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი; უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა (2,15-16).
თარგმანი: ზემო სრულ ყო ჰამბავი იგი პეტრეს მიმართ სიტყჳს-გებისაჲ, და აწ კუალად მასვე იპყრობს გზასა სიტყჳსა თჳსისასა, ვითარმცა ესრეთ ეტყოდა გალატელთა, ვითარმედ პეტრეს მიმართისა სიტყჳს-გებისა თხრობაჲ ესოდენ იყავნ, ხოლო აწ ჩემთჳს გითხრა: "ბუნებით ჰურიაჲ ვარ", ესე იგი არს, პირველთა მამათა და პაპთაჲთგან და არა მწირ ვარ, არცა სხჳთ ნათესავით მოსრულ ჰურიაობად, რამეთუ ჰურიანი მწირთა ცოდვილ უწოდდეს წარმართთაგანობისათჳს, გარნა ვინაჲთგან ვცან, ვითარმედ არად სარგებელ მეყოფვის ღონედ განმართლებისა დამცველ-ყოფაჲ წულილადთა მათ წესთაჲ და მოქმედებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ. ამისთჳს მოუჴედ სარწმუნოებასა ქრისტესსა, რომელი-იგი უეჭუელად განგუამართლებს და გუაცხოვნებს.
მოციქულისაჲ: რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი (2,16).
თარგმანი: შჯულისა საკუთარნი და თჳსნი საქმენი ესე იყვნეს: შაბათობანი და წინადაცუეთანი, კეთროვანთათჳს და მსხუერპლთა, პკურებათა და სხუათა მსგავსთა ამათთა, რომელთა ქმნაჲ დაღაცათუ წინა-გამომსახველი იყო დიდთა საიდუმლოთაჲ, არამედ მოქმედებაჲ მათი ვერვე განამართლებდა ყოველსა ჴორციელსა. ხოლო "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), "არა იპარო" () — ესე და მსგავსნი ამათნი, არა ხოლო შჯულისაგან წიგნისა, არამედ თჳთ ბუნებითისაცა მისგან ღმრთივმოცემულისა ესწავებოდეს კაცთა. ამისთჳს, დაღაცათუ ახალი ესე უმაღლესსა ამათსა ასწავებს — ძირითურთ აღმოფხურასა ამათსა, არამედ აწცა იგინიცა საჴმარ და კეთილ არიან, ვითარცა ბუნებით ღმრთივდანერგულნი, მომჭრელნი ოდენ ვნებისა რტოთანი, ხოლო თჳსნი იგი და საკუთარნი შჯულისანი, რომელნი ზემო ვთქუენით, მის ჟამისანი ოდენ იყვნეს შემსგავსებულნი: მადიდებელნი დამცველთანი და მტანჯველნი გარდამავალთანი, ხოლო აწ ყოვლად არღარად საჴმარ არს ჭეშმარიტებასა შინა ჯერეთ პყრობაჲ სახეთაჲ.