თარგმანი: წარმართ იყო ტიტე და წინადაუცუეთელ, რომლისა არა-იძულებაჲ წინადაცუეთად მოციქულთა მიერ — განცხადებული სამხილებელი იყო მათი, რომელთა უძლურებისათჳს პეტრე და მისთანანი შეუნდობდეს წინადაცუეთად, რამეთუ უკუეთუმცა საჭიროდ საჴმარ ვისსამე იყო წინადაცუეთაჲ, უეჭუელად მას წინა-დასცუეთდეს. ხოლო ძმად მტყუვრად უწოდს მათ, რომელნი რეცა ქრისტიანობასა იჩემებდეს და თჳთ წინადაცუეთასა ქადაგებდეს; არღარა მიშუებით პეტრესებრ, არამედ კუალად მათვე ჰურიათა შჯულსა დაამონებდეს, ქრისტეს მიერ გამოჴსნილთა მათ. და კუალად, პეტრე და მისთანანი ჰურიათაგანთა ოდენ მიუშუებდეს ჟამერთ მენდობით წინადაცუეთად, ხოლო იგინი წარმართთაგანთაცა აიძულებდეს-ვე; და ესევე იყვნეს აღმაშფოთებელ გალატელთა, რაჲთა განხრწნან მათ შორის აზნაურებაჲ იგი ქრისტეს მიერი კუალად შჯულისავე წესთა დამონებითა, რომელთა სამართლად მსტურად უწოდს, ვითარცა აშაგთა, შინა-განმცემელთა ქრისტიანობისათა.
გალატელთა მიმართ 2:3
2. ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად - ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი.3. მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა.4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -
გალატელთა მიმართ თავი 2