მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:5

4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.6. ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის.
გალატელთა მიმართ თავი 2
5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთაჲ ჟამერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა (2,5).:

თარგმანი: რაჲ იყო არა-დამორჩილებაჲ? —გარნა რამეთუ არღარავის თუალ-ახუნა ტიტესცა წინადაცუეთითა აწ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა — ტიმოთესითა. ესე ამისთჳს, რაჲთა ქადაგებაჲ თჳსი წარმართთა მიმართ განცხადებულად დაამტკიცოს, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: ძუელნი წარჴდეს; და ვითარმედ: უკუეთუ წინა-დაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არაჲ გარგოს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის