მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:10

9. ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“.11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“.
გალატელთა მიმართ თავი 3
10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“.
თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისსა" (3,10).:

თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ამისთჳს მიედევნებოდეს შჯულსა, რაჲთა არა შთავარდენ წყევასა ამას, ამისთჳს მოციქული წინაუკუმო უჩუენებს, ვითარმედ არა განდგომილი, არამედ შედგომილი შჯულისაჲ შთავარდების წყევასა ამას, რომელი წერილ არს მეორესა შჯულსა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ შედგომილი შჯულისაჲ აღასრულებს ყოველსა, რომელი წერილ არს მას შინა, ამისთჳს მცირესაცა მისგანსა გარდასლვაჲ თანამდებ ჰყოფს ყოვლისავე მის წყევისა, შედგომილსა სჯულისსა, ხოლო დამტევებელი შჯულისაჲ და შედგომილი ქრისტესი თავისუფალ არს ყოვლისავე მისგან სიმძიმისა და წყევისა ძუელისა მის შჯულისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის