თარგმანი: ამისთჳს არავინ განმართლდების შჯულითა, რამეთუ ვერ აღასრულებს ყოველსავე წერილსა მას შინა. ამისთჳს, დაღაცათუ კაცთა წინაშე მართალ ჩნდეს ზოგისა აღსრულებისათჳს, არამედ ღმრთისა წინაშე ვერვე სრულ არს დაკლებულისა მისთჳს, რამეთუ მას არა დაეფარვის კნინ-ოდენიცა ნაკლულევანებაჲ, არამედ ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა. და ამას წამებს ამბაკუმ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (), და არა საქმეთაგან. ხოლო შჯული არა სარწმუნოებითა გონებისაჲთა, არამედ მოქმედებითა თჳსთა ბრძანებათაჲთა აცხოვნებს კაცსა, რომლისათჳს იტყჳან მეორე შჯული და ეზეკიელ, ვი-თარ-იგი უსაკუთრეს არს: არამედ რომელმან ყვნეს იგი, ცხონდეს მათ შინა. ესე იგი არს, ვითარმედ მოქმედებითა მათითა იქმნების ცხორებაჲ მოქმედისაჲ მის მას შინა. ხოლო ურჩთა და არა-მოქმედთა სტანჯავს და მოჰკლავს, რაჲთა ვერღარა იყვნენ მას შინა.
გალატელთა მიმართ 3:11
10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“.11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“.12. ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს.
გალატელთა მიმართ თავი 3