მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:16

15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას.16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.17. მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ.
გალატელთა მიმართ თავი 3
16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა; არა ეტყჳს "და ნათესავთა", ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა, და ნათესავისა შენისა, რომელ არს ქრისტე (3,16).:

თარგმანი: ამას ადგილსა თარგმნის სიტყუასა მას დაბადებისასა, ვითარ-იგი მუნ წერილ არს; არა ვითარცა მრავალთათჳს, ვითარმცა ეთქუა თუ: "ნათესავთა შენთა მიმართ", რომელი-ესე სამრავლო არს, არამედ ესრეთ ეტყჳს აბრაჰამს, ვითარმედ: "ნათესავისა მიმართ შენისა", რომელი-ესე ერთისათჳს თქუმულ არს, ცხად არს, ვითარმედ — ქრისტესთჳს, რომელი-იგი ნათესავ არს აბრაჰამისა, რამეთუ წმიდაჲ ქალწული, ჴორციელად მშობელი მისი, აბრაჰამის ნათესავისაგან შთამომავალ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის