თარგმანი: არა თუ პირველ ქმნულთა ცოდვათა მოტევებაჲ, არამედ წინამდებარეთა მიმართ განკრძალებაჲ აქუნდა შჯულსა; რამეთუ დაშჯითა და ტანჯვითა, მხილებითა და განქიქებითა ცოდვისაჲთა გარე-მოვეცვენით სახედ ზღუდისა, და შეყენებით შეიწრებითა მათ შინა, გუაჭირვებდა ძიებად განმათავისუფლებელსა ცოდვათაგან, რომლისა ყოფადსა მოსლვასა გჳქადაგებდა, რაჲთა წინა-განგუსწავლნეს სურვილით მოლოდებად და მივლტოლვად მისსა მიმართ, რაჲთა არა შიშითა უკურნებელობისაჲთა დავსძინოთ ცოდვაჲ ცოდვასა ზედა, ვითარცა შუენის სასოწარკუეთილთა.
გალატელთა მიმართ 3:23
22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა.24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.
გალატელთა მიმართ თავი 3