თარგმანი: ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: ოდეს-იგი მუნ იყო მოციქული და ქადაგებდა მათ შორის სახარებასა, მაშინ საშურველ იყვნეს წინააღმდგომთა მიერ კეთილად წარმართებულებისათჳს, რომელთა-იგი რაჟამს პოვეს ჟამი, შემდგომად მოციქულისა მიერ წარმოსლვისა დააკუეთეს სიმაღლე იგი სულიერად შენებულებისა მათისაჲ. ამისთჳს აწ მოციქული ეტყჳს ერსა მას, ვითარმედ: არა ხოლო მანდა ყოფასა ჩემსა, არამედ სამარადისოდ გიჴმდა დაცვაჲ კეთილსა ზედა წარმართებულებისა თქუენისაჲ, რომლითა საშურველ იყვენით წინააღმდგომთა თქუენთა.
გალატელთა მიმართ 4:18
17. თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.18. მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ.19. შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.
გალატელთა მიმართ თავი 4