მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:7

6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!7. ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.8. მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები.
გალატელთა მიმართ თავი 4
7. ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ (4,7).:

თარგმანი: აჰა ესერა, აქაცა შეასრულა სიტყუაჲ, ვითარმედ: არღარა ხართ მონა შჯულისა, პირველისა მის მზარდულად თქუენდა დადგინებულისა, რომლისაგან გამოჴსნილთა არცაღა თჳთ დაგიმონებს გამომჴსნელი იგი, არამედ სრულიად აღიღებს თქუენგან უღელსა მონებისასა და გყოფს შვილ. და არა კმა-იყოფს შვილებასა, არამედ მკჳდრცა გიჩინებს მამულთა სიმდიდრეთა, ჯუარითა და ვნებითა ქრისტესითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის