მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:11

10. მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი.
გალატელთა მიმართ თავი 5
11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.
თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ? (5,11).:

თარგმანი: არათუ არა წინა-დასცჳთა ტიმოთეს, არამედ განგებულებით ყო, რაჲთა სარწმუნო ყოს იგი ქადაგად ჰურიათა. ამისთჳს არა ამით განმართლდების, ვითარმედ: "წინადაცუეთაჲ არა მიქმნიეს", არამედ: "აწ არა ვქადაგებო წინადაცუეთასა; რამეთუ, უკუეთუმცა ამას ვქადაგებდი, რაჲსაღამცა სხჳსათჳს ვიდევნებოდე ჰურიათა მიერ, რომელთა ესე აქუს მიზეზად დაბრკოლებისა? და უკუეთუ ამას არა ვქადაგებ, — ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, —გან-სადმე-ქარვებულ არს შესაბრკოლებელი ჯუარისაჲ; რამეთუ ამის მიზეზისათჳს შებრკოლდებიან ჰურიანი ქადაგებასა ამას ზედა ჯუარისასა, რამეთუ წინააღუდგების და აყენებს წინადაცუეთასა. ვინაჲცა ჯერეთ და აწ და მარადის უცვალებელ არს ჩუენგან ყენებაჲ წინადაცუეთისაჲ, რამეთუ განგებულებით ქმნილსა მას ტიმოთეს ზედა — ვერვინ შჯულის-დება ჰყოფს, ვერცა მტკიცე.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: განქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ (5,11).:

თარგმანი: წინააღდგომაჲ და დახრწევაჲ არღარა არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის