თარგმანი: ვინაჲთგან მთავრობის მოყუარებით ენება, რაჲთა ეუფლნენ და ჰმოძღურიდენ ერსა მას, მაიძულებელნი იგი წინადაცუეთისანი, ამისთჳს მყუდროებით ამხილებს მათ, ვითარმედ: არა წინადაცუეთითა, არამედ ერთითა ამით სიტყჳთა ლევიტელთა წიგნისაჲთა აღესრულების ყოველი შჯული, რაჟამს შევიყუარნეთ მოყუასნი, ვითარცა თავნი თჳსნი, რაჲთა ვითარცა ჩუენ არა გჳნებს, რაჲთამცა გუმთავრობდა და გუმძლავრობდა ვინმე, არცა ჩუენ მთავარ და მძლავრ ვისსამე ვიქმნებოდით.
გალატელთა მიმართ 5:14
13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.
გალატელთა მიმართ თავი 5