თარგმანი: ჴორცად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა უწოდს გულისთქუმათა, ხოლო სულად — მადლსა ყოვლადწმიდისა სულისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სიბოროტე წინააღმდგომ არს სათნოებისა, ხოლო სათნოებაჲ წინა-აღუდგების სიბოროტესა, და ადგილსა აღავსებს მზრდელისა რაჲსმე და მწურთელისა კეთილისასა, რამეთუ მაყენებს და არა მიტევებს ჩუენ მიდევნებად ბოროტთა გულისთქუმათა. ესრეთ უკუე სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ "არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა" (), რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ იგივე და ერთი კაცი ჴორცთა შინა მყოფად ითქუმის, რაჟამს ცოდვასა მიედევნოს, და სულსა შინა მყოფად — რაჟამს სათნოებასა მოქმედებდეს; და მარადის ზოგად მყოფთა მათთჳს — სულისა და ჴორცთა — წინააღმდგომობაჲ ითქუმის, რამეთუ მიწისაჲ მიგჳზიდავს მიწად, ხოლო ზეცისაჲ მიგჳწოდს ზეცად. და ესე არს ჴდომაჲ მათი ურთიერთას, რამეთუ გარეშისა განხრწნაჲ, შინაგანისა — განახლება, ხოლო ამისი შუებულებაჲ — მისდა დაძუელება იქმნების; ვინაჲცა სიტყუათა ამათ მიერ არცა ორთა კაცთა, არცა ორთა გუამთა იტყჳს ჩუენ შორის, არამედ გულისსიტყუათა წინააღმდგომობასა კეთილისა და ბოროტისასა...
გალატელთა მიმართ 5:17
16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
გალატელთა მიმართ თავი 5