თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სულისა წმიდისა მიერ განცხოველებულ არს მოკუდავებაჲ ჩუენი, ნუმცაღა ვეძიებთ შჯულისა თანაშემწეობასა, არამედ კმა-ვიყოთ შედგომაჲ სულისა ამის, განმაცხოველებელისა ჩუენისაჲ.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
გალატელთა მიმართ თავი 5