თარგმანი: არათუ წინადაცუეთილთა ჰურიაობად აწუევს, არამედ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ჰგონებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ კმა არს აღსრულებად შჯულისა, ესე ვერ ეგების, რამეთუ უკუეთუ მცირეცა რაჲმე დააკლოს, წყევისა თანამდებ არს და ყოვლისაგან განვრდომილ არს, ვითარ-იგი ერთი-ერთსა შეუდგს; რამეთუ, დაღაცათუ წინა-დაიცჳთო, და არა — მერვესა დღესა; დაღათუ მერვესა დღესა, და არა შესწირო მსხუერპლი; და დაღაცათუ მსხუერპლი, არამედ — არა განჩინებულსა ადგილსა; და დაღათუ ადგილი განჩინებულ, ხოლო მსხუერპლი — არა სამსხუერპლო; და კუალად, ესე თუ იყოს, ხოლო არა წესისაებრ დაკლულ იყოს; და კუალად, წესისაებრ დაკლული უკუეთუ არა წესისაებრ წარაგო, —ყოველივე წარგიწყმედიეს. ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოვლად განეყენო შჯულსა და ყოვლითურთ შეეყო მადლსა, და ესრეთ განსთავისუფლდე თანამდებობისაგან მისისა.
გალატელთა მიმართ 5:3
2. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან.3. კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს.4. ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს.
გალატელთა მიმართ თავი 5