მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:9

8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.
გალატელთა მიმართ თავი 6
9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არათუ მოვმედგრდეთ (6,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან არა აქავე, არამედ მერმესა მას ყოფად არს აქა თესულისა მკაჲ, ესე ნუმცა გუეწყინების, ნუცა განგრძობისათჳს ჟამისა ყოვლად უსასო ვიქმნებით, რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარცა ერთი დღე. ნუცა კუალად ამას ვჰგონებთ, ვითარმედ, ვითარ-ესე აქა არა ხოლო თესვასა, არამედ მკასაცა ფრიადი დაშრომაჲ შეგუემთხუევის, ეგრეთვე მუნ, რამეთუ მერმე იგი სამკალი, რომელ არს მოსაგებელი კეთილთა საქმეთაჲ, არცა ერთისა რაჲს ოფლისა და შრომისა მოქენე არს. ამისთჳს ნუცა პირველ ჟამისა ვეძიებთ მოსაგებელთა შრომათასა, და მოვიწყინებთ შრომასა დაყოვნებისათჳს მათისა, რამეთუ თჳსი ჟამი უჩნს განკუთნვილი მოღებასა მათსა, ოდეს-იგი უეჭუელად მოვიღოთ, უკუეთუ ოდენ არა მოვმედგრდეთ, ესე იგი არს, დავიჴსნნეთ, აქა განგრძობისათჳს შრომათაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის