...მა მოახდინა; ყველა ეს დაბრკოლება ბუნების შემოქმედმა მოხსნა; მისმა ბრძანებამ, რომელმაც წარმოთქვა: "აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით... ქუეყანა" (), — მიანიჭა მათაც (ნოეს ძეებსაც) გამრავლების ძალა. ისევე, ისრაელიანებიც ეგვიპტეში, თუმცა "თიჴისა და ალიზისათა" () იყვნენ დატვირთულნი, მაინც, ამის მიუხედავად, კიდევ უფრო ძლიერად მრავლდებოდნენ; და ვერც ფარაონის სასტიკმა და არაადამიანურმა ბრძანებამ, რომელმაც მდინარეში მამრობითი სქესის ყრმების ჩაყრა ბრძანა, ვერც ის ჩაგვრა, რასაც სამუშაოების ზედამხედველებისგან განიცდიდნენ, ვერ შეამცირა მათი რიცხვი, — პირიქით, ისინი უფრო და უფრო მრავლდებოდნენ, რადგან უზენაესი ძალა მდევნელთა სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
5. ღვთის ძალა და სარწმუნოების გავრცელება
ამგვარად, როცა ღმერთი ბრძანებს, ნუ ეცდები მოვლენათა ახსნას ადამიანური წესრიგით. ბუნებაზე მაღლა მდგომი, ის ბუნების წესრიგს არ ემორჩილება, არამედ ისე მოაწყობს საქმეს, რომ თვით დაბრკოლებები საქმის წარმატებას ხელს უწყობენ. ზუსტად ისევე ახლაც, ამ სამისგან (ნოეს ძეებისგან) მთელი ქვეყანა დაასახლა. "ესე სამნი, — ამბობს წერილი, — (ამათგან) განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა". ხედავ ღვთის ძალას, ხედ...