მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 11:5

4. თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.6. ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება.
გამოსვლა თავი 11
5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).:

...ნიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს ძუელსა შინა, ვითარმედ: „მჯდომარითგან საყდართა ზედა მიტყუედმდე, რომელი არნ წისქჳლსა შინა“. რამეთუ ვინაჲთგან ზემო ეთქუა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა“, აწ აქა გამოაჩინებს, ვითარმედ არცა მდიდარნი ყოველნი წარწყმდებიან, არცა გლახაკნი ყოველნი ცხონდებიან, არამედ მათგანნიცა და ამათგანნიცა რომელნიმე ცხონდებიან, და რომელნიმე წარწყმდებიან. „ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა“. - ესე სახე არს მდიდართაჲ; ერთი იგი წარიტაცოს სასუფეველად, და ერთი იგი დაეტეოს ცოდვილთა თანა. „ორნი ფქვიდენ“. - ესე სახე არს გლახაკთაჲ; ერთი წარიტაცოს ცხოვრებად, და ერთი დაეტეოს ცოდვილთა თანა. ორთავე დასთაგან, მდიდართაცა და გლახაკთა, რომელნიმე მართალთა თანა შეირაცხნენ, და რომელნიმე - ცოდვილთა.

კუალად წისქჳლისა მიერ მოქცევი ესე გამოისახვის საწუთროჲსა ამის ცხორებისაჲ, რომელი დაუდგრომელად იქცევის და მსგავსად წისქჳლისა მსწრაფლ აქცევს საქმეთა ჩუენთა. „ორნი მოფქავნი“. - გულისხმა-იყოფებიან ერთსა საქმესა შინა მყოფნი ორნი კაცნი, გინა თუ მღდელობასა, გინა...

სრულად ნახვა