მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 12:10

9. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
გამოსვლა თავი 12
10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).:

...ს, ვითარმედ: არა სხუათა მიერ მესმა, არამედ თჳთ მუნ ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რამეთუ ენება მახარებელსა, რაჲთამცა მწვალებელთა პირი დაუყო, რომელნი-იგი შემდგომად მისა გამოჩინებად იყვნეს; ამისთჳს დაამტკიცებს სიტყუასა მას. და აღესრულა აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ვითარმედ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“ ; (19,36). რამეთუ სიტყუაჲ ესე დაღაცათუ ტარიგისა მისთჳს, ჰურიათა მიერ დაკლულისა, თქუმულ არს, არამედ სახჱ იგი ამის ჭეშმარიტებისათჳს იყო. ჰხედავა, ვითარ ისწრაფის დამტკიცებად სიტყუათა ამათ და სარწმუნო-ყოფად შეურაცხისა მის საქმისა? რამე-თუ ჯუარ-ცუმისა უმეტესი შეურაცხებაჲ იყო გუამისა მის მომკუდრისა მოწყლვაჲ. არამედ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი ვთქუ მოსწრაფებით, რაჲთა გრწმენეს“. ნუმცა ვინ უკუე ურწმუნო არს, ნუცა ჰრცხუენის და დაჰფარავს ჩუენთა ამათ საქმეთა, რამეთუ უფროჲსად რომელნი ვითარცა შეურაცხებისა და ყუედრებისა მიზეზად ჩანან, იგინი არიან ჩუენნი კეთილნი და პატიოსნებანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფჱ იყო იგი სამე...

სრულად ნახვა