მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 12:16

15. შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.16. პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.17. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.
გამოსვლა თავი 12
16. პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...ეშინდენ.

მაშინ უკუე კეთილ იყო შაბათისა უქმობაჲ, რამეთუ ასწავებდა მათ კაცთმოყუარებასა, მოაჴსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწუევდა განშორებად ბოროტისაგან; რამეთუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაჲთა ბოროტთაგან განეყენნენ, არა თუ კეთილთა, რამეთუ იტყჳს: ნურარას იქმთ შაბათსა შინა, გარეშე, რომელ-იგი მოსაგებელ იყოს სულისა. ამისთჳსცა ტაძარსა შინა ყოველივე საქმე ორკეცად იქმნებოდა შაბათსა შინა, მსხუერპლთა და მსახურებათაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა დაყენებისათჳს განეწესა უქმობაჲ იგი, ხოლო სულიერთა და საღმრთოთა საქმეთა არა აყენებს.

აწ უკუე ქრისტემან ესევითარი ესე წესი, რომლისათჳს პირველთაგან უქმობაჲ შაბათისაჲ განაწესა, არა თუ დაჰჴსნა, არამედ მრავალწილად აღაორძინა, რამეთუ მოწევნულ იყო ჟამი ყოვლისავე სულიერისა კერძო და საღმრთოთა საქმეთა წარმატებად; ამისთჳს არა ერთსა შინა დღესა დაუტევა წესი ბოროტთაგან უქმობისაჲ, არამედ ყოველთა დღეთა სრულიად უცხო-ყოფაჲ ბოროტთა საქმეთაგან გჳბრძანა, ხოლო კეთილისა მიმართ მარადის მოსწრაფებაჲ განგჳწესა; არა შაბათისა მიერ მოგუცა ცნობად, ვითარმედ ღმერთი არს ყოველთა დამბადებელი, არამედ მრავალთა მიერ და ჭეშმარიტთა გულისჴმისსაყოფელთა საქმეთა გულსავსე ვართ, ვითარმედ ყოველივე ნებითა ბრძანებისა მისისაჲთა არარაჲსაგან...

სრულად ნახვა