მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 12:40

39. დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები; ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან, ისე რომ საგზალიც არ გაუმზადებიათ.40. ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში.41. გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან.
გამოსვლა თავი 12
40. ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

... რადგან იერემიამ სამოცდაათი წელი განსაზღვრა (; 29:10), დანიელმაც მსგავსად სამი შვიდეული და ნახევარი (; 12:7); ეგვიპტეშიც ნათქვამი იყო, რომ ოთხას ოცდაათი წელი მონობაში იქნებოდნენ (). ხოლო ამ ტყვეობისთვის არსად არის დადგენილი დრო და არც დასასრული, არამედ „აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად“ (), და თქვენი მდგომარეობა ყოველდღე უარესისკენ მიდის.

6. ხილული ქმნილება და ადამიანისადმი განგება

როცა ყოველივე ამას საკუთარ თავში ზედმიწევნით გაიაზრებთ და აქედან სიტყვას განავრცობთ, რადგან წერილიც ამბობს: „აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად“ (), შეძლებთ მათი უსირცხვილობისა და უმადურობის მხილებას. „რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი“ (). სხვა ამბობს: „რადგან ვხედავ ცებს“....

სრულად ნახვა