მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 17:8

7. უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?8. მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.9. უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში.
გამოსვლა თავი 17
8. მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...ერპლ და შეწირა თავი თჳსი მამისა.

ჰხედავა, ვითარ სახე იგი იქმნა მოსეს მიერ? ხოლო ჭეშმარიტებაჲ მოგუეცა ქრისტეს იესუჲს მიერ. კუალად მთასა ზედა სინასა, ბრძოლასა მას ამალეკისასა, რაჲთამცა ერი ისრაჱლისაჲ განძლიერდებოდა, ამისთჳს განიპყრნა მოსე ჴელნი, და იტჳრთვიდეს მას იმიერ და ამიერ მდგომარენი აჰრონ და ორ.

ხოლო ქრისტე მო-რაჲ-ვიდა, თჳთ განიპყრნა ჴელნი ჯუარსა ზედა. ჰხედავა, ვითარ სახე იგი გამოჩნდებოდა, ხოლო ჭეშმარიტებაჲ აღესრულა?

კუალად შჯული იტყოდა: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს წერილსა ზედა ამის წიგნისასა!“ ხოლო ქრისტე რასა იტყჳს? - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და იქმნა იგი ჩუენთჳს წყევასა ქუეშე.

სწავლაჲ იდ სათნოდ ცხორებისათჳს; განყოფაჲ მადლთაჲ მათ, მოცემულთა ჩუენდა და ჰურიათადა

ვინაჲთგან უკუე ესოდენნი მადლნი მოცემულ არიან ჩუენდა და ჭეშმარიტებაჲ, გევედრები, ძმანო, ნუმცა ვიქმნებით სიდიდისათჳს ნი-ჭისა მის დაჴსნილ, რამეთუ რაოდენ უმეტესი პატივი მოგუეცა, ეგოდენცა უმეტესისა სათნოებისა თანამდებ ვართ, რამეთუ რომელსა მცირედი ქველისსაქმე მიეღოს, დაღაცათუ მცირედი ქველისმოქმ...

სრულად ნახვა