მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 19:6

5. ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.6. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.7. მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
გამოსვლა თავი 19
6. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...ასევე ჩვენც, როცა ვხედავთ შეცდომილ ადამიანებს და გვინდა ისინი უფრო მკაცრად ვამხილოთ, მათივე ხარისხებით მოვიხმობთ, რათა ბრალდება უფრო მძიმე გავხადოთ, და ვამბობთ: „დიაკონი მოიხმე“, ან: „ხუცესი მოიხმე“. ამრიგად, რაკი ესენიც „სამეუფოჲ მღდელობაჲ“ () და „ერ საზეპურო“ () იწოდებოდნენ და ამით დიდად ამაყობდნენ, ბრალდების სიმძიმეს სწორედ ამ პატივიდან ქმნის.

„აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (). რადგან ისინი აურაცხელ ბოროტებას ბედავდნენ, ბოროტების ამდენ სახეს სჩადიოდნენ — იტაცებდნენ, ანგარობდნენ, კლავდნენ, მრუშობდნენ, სისხლს სისხლზე ურევდნენ — და მაინც ფიქრობდნენ, თითქოს დიდ საქმეს აღასრულებდნენ და სჯულსაც და აღთქმასაც ასრულებდნენ, თუ ცხვრებსა და ხბოებს შესწირავდნენ. ამიტომ მათ ამით ჰკიცხავს, დასცინის და ამბობს: „აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (), ანუ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ უგუნურ ცხოველთა სხეულების დაკვლა ცხონებისთ...

სრულად ნახვა