მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 32:25

24. მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა.25. დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად.26. ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები.
გამოსვლა თავი 32
25. დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...დაემშვიდებინა და ასეთი კადნიერებიდან შიშსა და უკიდურეს შეძრწუნებამდე დაეყვანა. ეს წინასწარ დაინახა მოსემ და, როგორც კი ჩამოვიდა, ფიცრები შემუსრა და აარონს უთხრა: „რა გიყო შენ ამ ხალხმა, რომ იგი მტრების გასახარებლად აქციე?“ (; )4.

6.

ამასვე აკეთებს ეს წინასწარმეტყველიც, იმ წმინდა კაცს ორგვარი სახით ბაძავს. რადგან მაშინ მოსემ მხოლოდ ბრალი კი არ დასდო, არამედ თანამდარდელის სახეც მიიღო და იმ მხილებას სწორედ ამგვარად წარმოთქვამდა. ასევე ამ წინასწარმეტყველმაც ორივე მხრივ მიბაძა მას, როცა თქვა: „ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ!“ (). რადგან მათაც ამხილა და ეს სიტყვები ისე თქვა, როგორც ხალხის თანამდარდელმა. „მეხარკეებში“ აქ, ერთი მხრივ, თითქოს მომთხოვნელებს გულისხმობს; მე კი ვფიქრობ, რომ მათ მძარცველებსა და ანგარებ...

სრულად ნახვა