მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 34:7

6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.7. შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.8. იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.
გამოსვლა თავი 34
7. შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...ა შვილთა კბილნი მოემუხნეს“. და მოსე იტყჳს: „არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: ვითარ თქუმულ არს, თუ: „რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე“? არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ: ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტჱს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმჱ ქმნეს. და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს. ხოლო რაჲსათჳს ბრმად იშვა? ამისთჳს, „რაჲთა გამოჩნდეს მის ზედა დიდებაჲ ღმრთისაჲო“ (9,3).

აჰა ესერა აქა სხუაჲ სიძნელჱ ჩანს. რამეთუ თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს? თჳნიერ მისისა მის ტანჯვისა არა შესაძლებელ იყოა გამო-ჩინებად დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ? არამედ არა ესრეთ თქუმულ არს, თუ შეუძლებელ იყო, რამეთუ შესაძლებელ იყო თჳნ...

სრულად ნახვა