მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 4:13

12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.13. უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.14. განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს.
გამოსვლა თავი 4
13. უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...მაგრამ ყოველივე ამისა და ღვთის მრავალი შეგონების შემდეგაც დიდი მოსე თავს იკავებს, მიზეზებს იმიზეზებს და უარის სათქმელად ათასგვარ საბაბს იგონებს: „ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე“ () და: „გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო“ (). იერემიაც თავის ასაკს იმიზეზებს. ეზეკიელიც, ბრძანების მიღების შემდეგ, მდინარესთან შვიდ დღეს აყოვნებს, თავს იკავებს და ყოყმანობს. ამიტომაც ღმერთმა ის იგავური გაფრთხილება დაუმატა და თქვა: „ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა“ () და: „მათი სული შენი ხელიდან გამოვიძიო“ ()4.

იონა კი არა მხოლოდ უარს ამბობდა, არამედ გაიქცა კიდეც. მაშ, რა? განა ესაია ყველაზე, თვით დიდ მოსეზეც კი, უფრო გაბედული იყო?...

სრულად ნახვა