გამოსვლა 4:9
8. თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.9. თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.
გამოსვლა თავი 4