მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 4:10

9. თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
გამოსვლა თავი 4
10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების“** (). მაგრამ ყოველივე ამისა და ღვთის მრავალი შეგონების შემდეგაც დიდი მოსე თავს იკავებს, მიზეზებს იმიზეზებს და უარის სათქმელად ათასგვარ საბაბს იგონებს: „ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე“ () და: „გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო“ (). იერემიაც თავის ასაკს იმიზეზებს. ეზეკიელიც, ბრძანების მიღების შემდეგ, მდინარესთან შვიდ დღეს აყოვნებს, თავს იკავებს და ყოყმანობს. ამიტომაც ღმერთმა ის იგავური გაფრთხილება დაუმატა და თქვა: „ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა“ () და: „მათი სული შენი ხელიდან გამოვიძიო“ ()4.

იონა კი არა მხოლოდ უარს ამბობდა, არამედ გაიქცა კიდეც. მაშ, რა?...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უფლის შეწევნა მიტოვებულ მოციქულს:

...მოციქულებს ყველაფერი არ შეეძლოთ, ან ყველაფერი მადლით არ განეგებულებოდათ, რათა ვინმეს ისინი იმაზე მეტად არ შეერაცხა, ვიდრე ხედავდა. ამას ვხედავთ იმ ნეტარ მართლებთანაც, რომლებიც მათზე ადრე იყვნენ, როგორც მოსესთან: იგი, როგორც წერილია, იყო „ჴმაწულილ და ენამძიმე“ (); რატომ არ შეუცვალა მას ეს ხმის სისუსტე? ხშირად მწუხარებისა და გულმოკლულობისგან ირყეოდა; აღთქმის მიწაზე კი არ შესულა.

3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში

რამეთუ ღმერთი ბევრ რამეს უშვებდა, რათა გამოჩენილიყო ადამიანური ბუნების უძლურება. თუ ამ ყოველივეს შემდეგაც კი უგრძნობელი იუდეველები ამბობდნენ: „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (), თუნდაც მას ისინი აღთქმის ქვეყანაში შეეყვანა, რაღას აღარ ჩაიდენდნენ? ღმერთს რომ არ დაეშვა, ფარაონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ...

სრულად ნახვა