მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 20:12

11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.
გამოცხადება თავი 20
12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.
წიგნი 20
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. (2) და შეიპყრა ვეშაპი იგი _გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი იცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. (3) და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.

თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს ჯუარ-ცუმასა, რომელმან შეკრა და დასაჯა იგი უფსკრულთა შინა. ხოლო ანგელოზი იყო, რომელი ჰმსახურებდა ესევითარსა მას ბრძანებასა მისსა. და ჯაჭჳ ჩუენისა გულისჴმის-ყოფისათჳს სახელ-სდვა ძალსა მას მისსა შემპყრობელსა. ხოლო ათას წლად ჟამსა მას იტყჳს, რომელი გარდაჴდეს ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე ანტეს მოსლვადმდე, და მერმე მოვიდეს ყოველი ძალი ეშმაკისაჲ ანტჱს მიერ სოფლად მცირედ ჟამ.

მოციქულისაჲ. (4) ვიხილენ საყდარნი, და სხდეს მათ ზედა, და სასჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთა არა თაყუანის-სცეს ხატსა...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები:

...ეზეკ 33:11). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე? როგორ არის კეთილი? კაცთმოყვარეა სწორედ ამგვარადაც, და ამით განსაკუთრებით გამოჩნდება მისი კაცთმოყვარეობის სიდიდე. რადგან სწორედ ამისთვის გვიქადის ამხელა შიშს, რათა ამით მაინც, თითქოს ბიძგით, სასუფევლის სურვილისკენ ოდესმე გამოვფხიზლდეთ.

იხილე, როგორ უბრალოდ კი არ მოწმობს ონისიფორეს შესახებ, არამედ ამბობს: „მრავალ-გზის მე განმისუენა“ ()....

სრულად ნახვა