მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გოდება იერემიასი 3:28

27. კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში;28. ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;29. მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი;
გოდება იერემიასი თავი 3
28. ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტთაგან განშორება და კეთილებთან ზიარება:

...ფსალმ 25:4). იერემიაც ნეტარად მიიჩნევს იმას, ვინც მარტოობით ზის და სიჭაბუკიდანვე უღელს იტვირთავს: „კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე“ (), და „დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს“ (). იგავნიც ვრცლად საუბრობს ამის შესახებ: ყველას შეაგონებს და ამბობს, რომ არა მხოლოდ უნდა განვერიდოთ, არამედ განვხტეთ კიდეც მათგან, ვინც ბოროტ რჩევას გვაძლევს, და მათთან არც დავყოვნდეთ.

რადგან, თუ ბუნებრივი თვისებებიც კი ხშირად იცვლება ჩვენში ცუდი ურთიერთობისგან, მით უმეტეს ხომ შეიცვლება ის, რაც ნებელობას ეკუთვნის? ფერიც ხომ ბუნებით გვაქვს და ჯანმრთელობაც, მაგრამ ხანდახან ესენიც სხვა, საწინააღმდეგო მდგომარეობისგან ზიანდება; ასევე საკვების სურვილიც — ისიც ხშირად დაგვიკარგავს სნეულებათა მავნე ძალისგან; და მრავალი სხვა მსგავსი რამ შეიძლება ვიხილოთ. ხოლო თუ ბუნებისეული რამ იცვლება, გაცილებით მეტად იცვლება ის, რაც ნებელობას ეკუთვნის, რადგან მას საპირისპირო მხარეს გადასვლა უფრო ადვ...

სრულად ნახვა