მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 1:26

25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.26. თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.27. წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.
იაკობის წერილი თავი 1
26. თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ (1,26).:

თარგმანი: ვინაჲთგან ვერ შესაძლებელ არს სრულიად ღმრთისმსახურ ყოფაჲ, პირველვე ჯეროვნად აღჳრ-სხმადმდე ენისა, ამისთჳს ეგონოს, იტყჳს, და არა იყოს-ცა. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ ღმრთისმსახურ ყოფად, ხოლო მცირედნი იპოებიან ჯეროვნად და ჭეშმარიტებით ღმრთისმსახურნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის